პეკინის 26, თბილისი

ჩვენი მისამართი

(+995) 511 149154

ჩვენი ტელეფონი

11:00 - 18:00

სამუშაო საათები

ხშირად დასმული კითხვები

რატომ უნდა გვიამბოთ

იმისათვის, რომ თქვენ მიერ გადმოცემული ფაქტები არ იყოს ბუნდოვანი და ორაზროვანი, განაცხადის შევსებამდე გაითვალისწინეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი:

ჩამოაყალიბეთ რა სახის იურიდიული მომსახურება გჭირდებათ,

  • მარტივად აღწერეთ ფაქტები და გარემოებები ;
  • მოთხოვნა დააყენეთ ფაქტებზე დაყრდნობით;
  • დაასაბუთეთ, რატომ გგონიათ, რომ თქვენი მოთხოვნა სამართლიანია;

 

 

განაცხადის შევსებისას არ არის აუცილებელი ფიზიკური თუ იურიდიული პირების დაკონკრეტება. შეგიძლიათ საკუთარის ნაცვლად საზოგადო სახელები გამოიყენოთ. მაგალითად: კომპანია ან პიროვნება. მას შემდეგ კი, რაც იურისტები თქვენი ქეისით დაინტერესდებიან, დეტალებს სწორედ მათ გააცნობთ.

იურიდიული კონსულტაციის მიღების მიზნით ბიუროებში საათობით სიარული და იურისტის ძებნა ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ძალიან ბევრ დროს და ენერგიას გართმევთ. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი პლატფორმა, რომელიც მინიმალურ დროში უზრუნველყოფს თქვენი საქმის იურისტებისთვის მიწოდებას. ამის შემდგომ კი, მათთან კომუნიკაციის შედეგად, შეძლებთ თქვენთვის მისაღები პირობების გათვალისწინებით სასურველი შედეგის მიღწევას.

დავის საგანს არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ საკითხს, მთავარია საკითხი იყოს სამოქალაქო სამართლებრივი ხასიათის.

პლატფორმა არ მოიცავს მხოლოდ სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს და შეგიძლით ჩამოაყალიბოთ თქვენთვის სასურველი მოთხოვნა, თუ რა სახის იურიდიული მომსახურება გჭირდებათ.  მაგ : მოითხოვოთ დოკუმენტაციის მომზადება.

დღეს მთავარ პრობლემას იურისტისა და კლიენტის დაკავშირება წარმოადგენს, რაც ბიუროებში დაუსრულებელ ვიზიტებს და ხანგრძლივ სატელეფონო კომუკაციას გულისხმობს.  მხოლოდ უფასო საკონსულტაციო ზარი თქვენთვის სრულიად უცნობ იურისტთან არ არის პრობლემის გადაჭრის გზა, საჭიროა სანდო და ეფექტური გზის მოძებნა. ჩვენი პლატფორმის უპირატესობას სწორედ ეს წარმოადგენს. Casebase.ge არის მარტივი და მოსახერხებელი გზა კლიენტსა და იურისტს შორის ორმხრივი, ეფექტური კავშირის დასამყარებლად.

რას ამბობენ ჩვენი მომხმარებლები

ka_GEGeorgian